მე-4 კლასი
ბაჭიებს ერთად აქვთ 124 ყური. რამდენი თავი და ფეხი ექნებათ ერთად?
მე-5 კლასი
კარადასა და ტელევიზორს შორის დაშორება 3 მეტრია. რა იქნება მათ შორის დაშორება თუ ორივეს გადავაადგილებ 2 მეტრით მარჯვნივ?
მე-6 კლასი
საპონს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა აქვს. 7 დღის რეგულარული ხმარების შემდეგ საპნის ზომები 2-ჯერ შემცირდა. კიდევ რამდენი დღე გვეყოფა საპონი, თუ იგივე ინტენსივობით ვიხმართ?