მუხლი 39.
2. მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან
39.1. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ ადმინისტრაცია და მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს;
39.2. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ წარმომადგენელი თავაზიანია მოსწავლის მშობლის/კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობისას;
39.3. სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სასკოლო სასწავლო გეგმისა და სწავლების სტრატეგიების შესახებ;
39.4. მასწავლებელი მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას, მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების საშიშროების შემთხვევაში.
მუხლი 41.
4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი
41.1. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს, ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილების გაცდენა–დაგვიანების შესახებ და სხვა.
41.2. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ მიერ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების და მისი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით გამოიყენება ელექტრონული ჟურნალი, დაწესებულების ვებ–გვერდი, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო ზარი, პირადი შეხვედრები, მშობელთა კრებები, სოციალური ქსელი, დაწესებულების განცხადებების დაფა და სხვა.
მუხლი 42.
5. მოსწავლეთა, მასწავლებელთა/სხვა დასაქმებულთა და მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა საჩივრის განხილვა
42.1. კანონმდებლობით, სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ დებულებით და შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს/სხვა დასაქმებულს და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს დირექტორს.
42.2. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
42.2.1. განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
42.2.2. უფლების დარღვევის არსი;
42.2.3. მოთხოვნის არსი.
42.3. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.
42.4. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეში’’ შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით;
42.5. საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გაიზარდოს 3 თვემდე.
მუხლი 43.
6. მოსწავლის სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეში’’ ჩარიცხვა
43.1. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეში’’ პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას.
43.2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია:
43.2.1. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: მისი საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას, განმცხადებელი პირის ვინაობას, ადრესატს, მოთხოვნას;
43.2.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
43.2.3. მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი
43.2.4. ბინადრობის მოწმობა (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის-არსებობის შემთხვევაში);
43.2.5. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლ;
43.2.6. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
43.2.7. მოსწავლის 2 ფოტო სურათი 3X4-ზე;
43.2.8. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
43.2.9. სავალდებულო აცრების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
43.3. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში დირექტორის მიერ ხდება ბრძანების გამოცემა მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
43.4. მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის II-XII კლასებში ჩასარიცხად დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა.
43.5. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
43.5.1. განცხადება დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს, განმცხადებელი პირის ვინაობას, ადრესატს, მოთხოვნას;
43.5.2. მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
43.5.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
43.5.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
43.5.5. მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობების ასლები;
43.5.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ასეთის არსებობისას);
43.5.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ასეთის არსებობისას);
43.5.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
43.5.9. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
43.6. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად დამატებით საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.
43.7. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა ხორციელდება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების შესაბამისად, განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად, ხოლო თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება - ასაკის შესაბამის ან მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.
43.8. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
43.9. სკოლა-ლიცეუმი პრომეთე უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
43.10. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.