სკოლის ისტორია, მისია და მიზნები
სკოლა-ლიცეუმი ”პრომეთე” განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას: აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა მცოდნე და ამღიარებელი, შრომისმოყვარე, პატიოსანი, პატრიოტი, ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობა.
თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საშუალებები. უზრუნველყოს ”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა, მასწავლებელთა მიერ მოსწვლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი.
უზრუნველყოს მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა. მუდმივად იზრუნოს: მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.
სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას, რომელიც ემყარება:
- საქართველოს კონსტიტუციას;
- ბავშვთა უფლებათა კონვენციას;
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
- ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს;
- სკოლის წესდებას;
- სკოლის შინაგანაწესს;
- ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა სამართლებრივ აქტებს;
- მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირების შედეგებს;
- სკოლის წინა წლების მუშაობის SWOT ანალიზს.
სკოლის სტრატეგიული გეგმა ძირითადი ჩამონათვალია სკოლის საქმიანობებისა და გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სკოლას მისიის შესრულებაში, წინსვლაში, გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს.