სპს "სკოლა-ლიცეუმი პრომეთე" განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას
სკოლის მისიაა აღზარდოს:
მოაზროვნე;
განათლებული;
თავისუფალი;
კონკურენტუნარიანი;
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისმქონე;
ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარით აღჭურვილი მოქალაქე
თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის შესაძლებლობა.
უზრუნველყოს:
”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა;
მასწავლებელთა მიერ მოსწავლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი;
მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა.
მუდმივად იზრუნოს:
მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.
ჩვენი ღირებულებებია:
კომპეტენცია
სანდოობა
მზრუნველობა
მუდმივი განვითარება;
სამართლიანობა
ურთიერთთანამშრომლობა და კეთილგანწყობილი გარემო.
ჩვენი მიზნებია:
სასწავლო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად;
მოსწავლეები აღჭურვოს აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც ნებისმიერ გარემოში ადაპტირებას, საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება;
ჩამოაყალიბოს და განავითაროს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერება, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხიმგებლობის გრძნობა;
ჩამოაყალიბოს და განავითაროს მოსწავლის აღქმა და პასუხისმგებლობის გრძნობა გარემოს მიმართ;
სიღრმისეულად ასწავლოს საგნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.