მოსწავლეთა მიღების წესი
მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცედურის დასაწყებად, აუცილებელია:
- წინასწარი განაცხადის შევსება;
- გასაუბრება მოსწავლესთან და მშობელთან (იურიდიულ მეურვესთან).
წინასწარი განაცხადი ივსება ონლაინ
ამავე ვებ-გვერდზე, რომლის დაფიქსირების შემდეგ ხდება დაკავშირება მშობელთან (იურიდიულ მეურვესთან) და გასაუბრების ჩანიშვნა.
- თუ განაცხადის მიზანია მომავალი სასწავლო წლისთვის ბავშვის შემოყვანა პირველ კლასში, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ რიგითობის პრინციპით, პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებისთანავე, 1 თებერვლიდან.
- თუ განაცხადის მიზანია მოსწავლის გადმოყვანა სხვა სკოლიდან, ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ, როგორც კი გამოჩნდება მითითებულ კლასში თავისუფალი ადგილი.
!!!მნიშვნელოვანია!!!
ვიდრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გაეცანით სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს შესახებ ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია ამავე გვერდზე და შინაგანაწესს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
შინაგანაწესი