მუხლი 19.
1. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ მოსწავლეთა უფლებები
სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ მოსწავლეს უფლება აქვს:
19.1. თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს და/ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს ამ მუხლით განსაზღვრული სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებით და თავისუფლებით, შესაძლებლობებით, რაც აღიარებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით;
19.2. მიიღოს სრული ზოგადი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
19.3. ისარგებლოს სასკოლო ბიბლიოთეკით, ბუფეტით, კომპიუტერული ტექნოლოგიების/ისტ-ის და სხვა კაბინეტ-ლაბორატორიებით, სასკოლო რესურსების სარგებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
19.4. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
19.5. ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ;
19.6. თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
19.7. ნებისმიერი ფიზიკური ან მორალური შეურაცხყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით მიმართოს დირექციას და მოითხოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
19.8. გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა. დასაბუთებული უარი თქვას ფორმის ტარებაზე, რასაც განიხილავს დირექტორი და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
19.8.1. საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით, მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
19.9. კანონით დადგენილი წესით აქვს გაერთიანების უფლება (შექმნას თანაკლასელთა კლუბი ან გახდეს წევრი ამგვარი გაერთიანების);
19.10. კანონით დადგენილი წესით აქვს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება;
19.11. აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება (არ შეიძლება მოეთხოვოს, გაამჟღავნოს ინფორმაცია თავის პირად ცხოვრებაზე. მოსწავლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა-ლიცეუმი ,,პრომეთე’’ ვალდებულია იხელმძღვანელოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით);
19.12. მოსწავლე ასევე სარგებლობს ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რაც აღიარებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით;
19.13. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება, მშობლის თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
მუხლი 20.
2. სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ მოსწავლეთა მოვალეობები
20.1. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს შინაგანაწესს როდესაც იგი:
v იმყოფება სკოლის ტერიტორიაზე;
v ესწრება გაკვეთილებს;
v სკოლის სახელით მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში.
20.2. მოსწავლე ემორჩილება დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მითითებებს;
20.3. მოსწავლე ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე 5 წთ-ით ადრე (მორიგე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ გაკვეთილების დაწყებამდე 15 წთ-ით ადრე);
20.4. მოსწავლე ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს’’ მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე;
20.5. მოსწავლე ვალდებულია მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები (შეასრულოს საშინაო სამუშაოები, აქტიურად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში).
20.6. მოსწავლე ვალდებულია სკოლა-ლიცეუმში გამოცხადდეს სასწავლო ნივთებითა და შინაგანაწესით დადგენილი სასკოლო ფორმით;
20.7. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს საკუთარი, სხვა პირთა და სკოლის ქონება (სკოლის შენობა, არსებული მოწყობილობები და აღჭურვილობა). სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
20.8. მოსწავლე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მასწავლებელს და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
20.9. მოსწავლე ვალდებულია პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს და არ გაასაღოს ის თავისად;
20.10. მოსწავლე ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე და სასწავლო დროს არ გაწიოს რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა;
20.11. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას სისუფთავე სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
20.12. შინაგანაწესით გათვალისწინებული ნებისმიერი პუნქტის მის მიერ დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლე ვალდებულია აღნიშნული დარღვევის შესახებ წერილობით შეატყობინოს დირექციას;
მუხლი 21.
3. მოსწავლის ჩაცმის წესი და გარეგნული იერსახე
21.1. სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მოსწავლე ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს ფორმით:
21.1.1. ვაჟები _ სკოლის მიერ არჩეული სეზონური ფორმით (მუქი ლურჯი შარვლით/ბრიჯით და პიჯაკით, თეთრი პერანგით, შინდისფერი ან ლურჯი ჰალსტუხით. ზამთრის სეზონზე ლურჯი ან შავი პულოვერით).
21.1.2. გოგონები I-დან III კლასის ჩათვლით მუქი ლურჯი კაბა-სარაფანით/შარვლით, პიჯაკით, თეთრი პერანგით, შინდისფერი ჰალსტუხით;
21.1.3. გოგონები IV-დან XII კლასის ჩათვლით მუქი ლურჯი ქვედა კაბით (მუხლამდე ან მუხლს ქვევით)/შარვლით, მუქი ლურჯი პიჯაკით, თეთრი პერანგით, შინდისფერი ან ლურჯი ჰალსტუხით.
21.2.მოსწავლე ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს შესაფერისი ვარცხნილობით , რომელიც ხელს არ შეუშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას;
21.3. სკოლა-ლიცეუმში იკრძალება ყველა ის სამოსი და აქსესუარი, რომელიც ხელს შეუშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.
მუხლი 22.
4. მონიტორინგის წესები სასკოლო ფორმის ტარებაზე
22.1. მოსწავლეთა მიერ სასკოლო ფორმის ტარებაზე პასუხისმგებელია კლასის დამრიგებელი, რომელიც გაკვეთილების დაწყებამდე ახდენს მონიტორინგს და ფორმის ტარების წესის დარღვევის აღმოჩენისას მითითებას აძლევს მოსწავლეს, აფიქსირებს შენიშვნების ჟურნალში, რომელსაც მოსწავლე ეთანხმება ხელმოწერით. აღნიშნულის შესახებ კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს (კანონიერ წამომადგენელს);
22.2. კლასის დამრიგებელი ვალდებულია მე-3 გაკვეთილის დამთავრებამდე, სასკოლო ფორმის ტარების წესის დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სასწავლო პროცესის კოორდინატორს;
22.3. უსაფრთხოების სამსახური სასკოლო ფორმის ტარების წესის დარღვევის დამოუკიდებლად აღმოჩენის შემთხვევაში, აფიქსირებს დარღვევას და აცნობებს სასწავლო პროცესის კოორდინატორს;
სასწავლო პროცესის კოორდინატორი აღრიცხავს სასკოლო ფორმის ტარების წესის ყველა დარღვევას და სტატისტიკას აწვდის სკოლის დირექტორს. თუ უსაფრთხოების სამსახურის ან სასწავლო პროცესის კოორდინატორის მხრიდან სასკოლო ფორმის ტარების წესის დარღვევის დამოუკიდებლად დაფიქსირება მოხდა მე-3 გაკვეთილის შემდეგ და კლასის დამრიგებელს გატარებული არ აქვს შესაბამისი ღონისძიებები, კლასის დამრიგებელი ვალდებულია ახსნა-განმარტება წარადგინოს სასწავლო პროცესის კოორიდინატორთან, რომელიც ახსნა-განმარტებას გადასცემს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.