• მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მოკლედ სკოლის შესახებ
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
    • წარჩინებული პრომეთელები
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი
ძებნა
მთავარი • კვირის ამოცანები
თემები

მათემატიკა

ქიმია

ბიოლოგია

ლოგიკა

ისტორია

ბიოლოგია
20 იანვარი, 2025 – 26 იანვარი, 2025

VIII კლასი

1. ჩამოთვლილ ძვლის მახასიათებლებს შეუსაბამეთ სტრუქტურები ილუსტრაციის მიხედვით.  
ა) ფარავს ძვალს
ბ) აქვს ფოროვანი სტრუქტურა
გ) შეიცავს წითელ ძვლის ტვინს
დ) უზრუნველყოფს ძვლის ზრდას სისქეში
ე) ავსებს გრძელი ძვლების თავებს

2. იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და უპასუხეთ კითხვებს:
1. რა ტიპის ძვლებია მოცემული?
2. რომელი შეიცავს მხოლოდ წითელ ტვინს?
3. ჩონჩხის რა ნაწილს ქმნის 3-ით აღნიშნული ძვალი?

IX კლასი

1. თვალის აგებულების მახასიათებელებს შეუსაბამეთ მოცემული ორგანოები:
ა) აქვს ყვითელი ხალი
ბ) იცავს თვალს დაზიანებისგან
გ) გამჭვირვალეა
დ) ცილოვანი  გარსია
ე) შედგება ჩხირებისა და კოლბებისგან.

2. დაასახელეთ 1-ით და 2-ით მითითებული ზურგის ტვინის სტრუქტურები. აღწერეთ მათი აგებულებისა და ფუნქციების თავისებურებები. 

X კლასი

1.ამოიცანით უჯრედის ორგანოიდები და უპასუხეთ კითხვებს:
   
1. რა  სახის ნივთიერებებს ასინთეზირებს თითოეული?
2. სად წარმოიქმნება 1 ?
3. რომელ ორგანოიდს წარმოქმნის 2 ?
4. როგორია 1-ის ქიმიური შედგენილობა?
5. რომელ ორგანოიდს აქვს 1-ის მსგავსი ქიმიური შედგენილობა?

2. უპასუხეთ კითხვებს: 
1. რომელი ორგანოიდის ფუნქციაა:   
   ა) აუტოლიზი
   ბ) აპოპტოზი
   გ) ტოქსინების გაუვნებელყოფა
   დ) ატფ-ის სინთეზი
2. რა მსგავსებაა გოლჯის აპარატსა და ენდოპლაზმურ ბადეს შორის?
3. რით განსხვავდება ქლოროპლასტი მიტოქონდრიისგან?
4. დაასახელეთ დნმ შემცველი ორგანოიდები.
5. რომელია თვითწარმომქმნელი ორგანოიდები? რატომ?

XI კლასი

უპასუხეთ კითხვებს:
1. როგორი გენოტიპის მქონე ინდივიდების შეჯვარებისას მიიღება ფენოტიპური დათიშვა:
ა) 1:1
ბ) 9:3:3:1
გ) 1:2:1
დ) 1:1:1:1                                             
2. ახსენით, რატომ სჭარბობს გენოტიპების რაოდენობა ფენოტიპების რაოდენობას დიჰიბრიდული შეჯვარებისას?
3. რომელი ალელების მატარებელი გამეტები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული  იყოს?
4. რამდენი ტიპის ფენოტიპი მიიღება სრული დომინირების, არასრული დომინირების და დიჰიბრიდული შეჯვარებისას?
5. რა განსხვავებაა მენდელისეულ და მორგანისეულ დამემკვიდრებას შორის?
პასუხები:

VIII კლასი

1.ა) ფარავს ძვალს-1 ბ) აქვს ფოროვანი სტრუქტურა-2 გ) შეიცავს წითელ ძვლის ტვინს -2 დ) უზრუნველყოფს ძვლის ზრდას სისქეში-1 ე) ავსებს გრძელი ძვლების თავებს-2
2. 1. 1-გრძელი    2-მოკლე       3-ბრტყელი 
2. მხოლოდ ძვლის წითელ ტვინს შეიცავს  2 და 3
3. ქმნის ზედა კიდურის სარტყელს. 

IX კლასი

1.ა) აქვს ყვითელი ხალი - 1 ბ) იცავს თვალს დაზიანებისგან-2 გ) გამჭვირვალეა-2 დ) ცილოვანი  გარსია-2 ე) შედგება ჩხირებისა და კოლბებისგან-1
2. 1- რუხი ნივთიერება, 2- თეთრი ნივთიერება. რუხ ნივთიერებას ქმნის ჩართული ნეირონები და მამოძრავებელი ნეირონების სხეულები და დენდრიტები. ფუნქცია - რეფლექსური და გამტარი.

X კლასი

1.1. 1-ასინთეზირებს ცილებს, 2- ლიპიდებს და ნახშირწყლებს
2.1 წარმოიქმნება ბირთვაკში.
3. 2 წარმოქმნის ლიზოსომას.
4. 1 შედგება რ-რნმ-ისა და ცილისგან.
5. 1-ის  მსგავსი ქიმიური შედგენილობა აქვს ბირთვაკს.
2. 1. ა) აუტოლიზი-ლიზოსომა ბ) აპოპტოზი -ლიზოსომა გ) ტოქსინების გაუვნებელყოფა- გლუვი ენდოპლაზმური ბადე და პეროქსისომა დ) ატფ-ის სინთეზი- მიტოქონდრია და ქლოროპლასტი
2. გოლჯის აპარატსა და ენდოპლაზმურ ბადეს შორის მსგავსებაა: ორივე არხები და ღრუებია, ერთმემბრანია, წარმოქმნის ვეზიკულებს.
3. ქლოროპლასტი მიტოქონდრიისგან განსხვავდება შიდა მემბრანის აგებულებით და ფუნქციით. ქლოროპლასტის შიდა მემბრანა არის გრანები, მიტოქონდრიის კი კრისტები. ქლოროპლასტის ფუნქციაა ფოტოსინთეზი, მიტოქონდრიის კი ატფ-ის სინთეზი.
4. დნმ- შემცველი ორგანოიდებია: ბირთვი, მიტოქონდრია, ქლოროპლასტი.
5. თვითწარმომქმნელი ორგანოიდებია: მიტოქონდრია და ქლოროპლასტი, რადგან ავტონომიურებია, გააჩნიათ საკუთარი დნმ.

XI კლასი

1. ა) 1:1 – Aa X aa   ბ) 9:3:3:1- AaBb X AaBb  გ) 1:2:1- Aa X Aa  დ) 1:1:1:1 – AaBb X aabb                                          
2.გენოტიპების რაოდენობა ფენოტიპების რაოდენობას ჭარბობს, რადგან ერთ ფენოტიპურ ჯგუფში შეიძლება გაერთიანებული იყოს სხვადასხვა გენოტიპის ინდივიდები. 
3. Ab და  Ab, ან  Ab და  ab   
4. სრული დომინირებისას მიიღება ორი ფენოტიპური ჯგუფი,  არასრული დომინირებისას 3 ფენოტიპური ჯგუფი, დიჰიბრიდული შეჯვარებისას  4 ფენოტიპური ჯგუფი
5.მენდელისეული დამემკვიდრებისას ნიშან-თვისების განმსაზღვრელი ალელები მოთავსებულია სხვადასხვა ჰომოლოგიურ ქრომოსომაში, მორგანისეული დამემკვიდრებას კი ერთსა და იმავე ჰომოლოგიურ ქრომოსომაში.
გამარჯვებულები:
-

(+995 32) 2 497 447

კანცელარია (100)

PR მენეჯერი (504)

თბილისი
მუხიანის დასახლება, მე-4 ბ მ/რ

info@promete.ge
s.p.s.promete@gmail.com

პრომეთე ლოგო
  • მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი

All Rights Reserved © promete.ge 2024