კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

9 ნოემბერი, 2026 – 15 ნოემბერი, 2026

მე-4 კლ
მამამ და შვილმა ერთად 24 თევზი დაიჭირეს. მამამ 3-ჯერ მეტი თევზი დაიჭირა, ვიდრე შვილმა. რამდენი თევზი დაიჭირა თითოეულმა?
მე-5 კლ
ეზოში დადიან ქათმები და კურდღლები (კურდღელს 4 ფეხი აქვს, ქათამს — 2). სულ ეზოში არის 15 თავი და 46 ფეხი. რამდენი ქათამი და რამდენი კურდღელია ეზოში?    
მე-6 კლ
სამი მეგობარი — ანი, ბექა და გიორგი — დადის სხვადასხვა წრეზე: ხატვაზე, ჭადრაკსა და ცეკვაზე. ცნობილია, რომ:
1. გიორგის არ უყვარს ცეკვა.
2. ბექა და ხატვის წრის მოსწავლე მეზობლები არიან.
3. ანიმ და ჭადრაკის წრის მოსწავლემ გუშინ ერთად იმეცადინეს.
ვინ რომელ წრეზე დადის?