მე-4 კლასი
გიგი დაბალია ლუკაზე. რატი მაღალია გაგაზე და დაბალია ლუკაზე. გაგა მაღალია საბაზე და დაბალია გიგიზე; რომელია ამ ბავშვებს შორის ყველაზე დაბალი?
მე-5 კლასი
მჭედელს მიუტანეს ჯაჭვის 5 ნაწყვეტი. თითოეულში იყო 3 -3 რგოლი. უნდა გადაება ერთ ჯაჭვად. მჭედელმა შეასრულა დავალება და ამასთან გახსნა მხოლოდ სამი რგოლი. როგორ მოახერხა ეს მჭედელმა. სესარულეთ ნახაზით.
მე-6 კლასი
მრგავლი მაგიდის გარშემო შეიკრიბა შვიდი მეგობარი. მათგან ზოგიერთი ყოველთვის იტყუება ზოგი კი ყოველთვის სიმართლეს ამბობს. პირველმა უთხრა მეორეს - : „ შენ მატყუარა ხარ“. მეორემ - მესამეს , მესამემ - მეოთხეს, მეოთხემ - მეხუთეს, მეხუთემ - მეექვსეს, და მეექვსემ - მეშვიდეს იგივე უთხრა. რა უთხრა მეშვიდემ პირველს?