← სიახლეებზე დაბრუნება

"დაიჭირე შემოდგომის კადრი"

15 ოქტომბერი, 2026

"დაიჭირე შემოდგომის კადრი"

დაიჭირე შემოდგომის კადრი! 

სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ აცხადებს ფოტოკონკურსს!

შემოდგომა ფერების, ემოციებისა და განსაკუთრებული მომენტების სეზონია. ახლა კი დროა, შენი თვალით დანახული შემოდგომა ერთ დაუვიწყარ კადრში აღბეჭდო და საკუთარი შემოქმედებითი ხედვა სხვებსაც გაუზიარო.

კონკურსის პირობები:

მონაწილეობა შეუძლია „პრომეთეს“ ნებისმიერ მოსწავლეს:

თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ფოტო;

ფოტო უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემას - შემოდგომას.

ფოტოების მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი


გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:

ონლაინ რჩეული - სკოლის Facebook-გვერდზე ფოტოს მოწონებების რაოდენობის მიხედვით;

ჟიურის რჩეული - წარმოდგენილი ფოტოების შეფასების საფუძველზე.


ფოტოები გამოგზავნეთ ელფოსტაზე: promete.biblioteka@gmail.com


გისურვებთ წარმატებას!

#დაიჭირეშემოდგომისკადრი